დასაქმების ბაზარზე ძირითადი მოთხოვნა მომსახურების სფეროზეა.
ვაკანსიების ტოპ-სამეული ასე გამოიყურება:
გაყიდვების სპეციალისტი,ბუღალტერი და ფინანსისტი.
დასაქმების რიცხვი პროცენტულად პროფესიის მიხედვით ასე ნაწილდება:
26%- გაყიდვების მიმართულება 8%- კლიენტთა მომსახურება 5%-ბუღალტერია და ფინანსები 3%- სამედიცინო მიმართულება.
hr.ge-ის ინფორმაციით, 2018 წლის პირველ კვარტალში 2017 წელთან შედარებით ვაკანსიების რაოდენობა დაახლოებით 17 პროცენტით არის გაზრდილი.
რაც შეეხება ხელფასს, ხელფასის რაოდენობა 350-დან 800 ლარამდე მერყეობს. განთავსებულ განცხადებებში დამსაქმებლის ძირითადი მოთხოვნა სამუშაო გამოცდილება და პროფესიის შესაბამისი უნარ-ჩვევების ქონაა. განცხადებებს ძირითადად კერძო პირები ანთავსებენ, თუმცა არის მოთხოვნა საჯარო სექტორიდან და სახელმწიფო უწყებებიდან.