პირველკლასელთა რეგისტრაცია

2018-07-07 11:57:53

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი 2018 წლის 16 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება

ცნობილია, რომ III ეტაპი II ეტაპის დასრულების შემდგომ გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე მოსწავლეთა რეგისტრაციას გულისხმობს. მესამე ეტაპზეც მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელია დოკუმენტაციის წარდგენაც. მესამე ეტაპზე დარეგისტრირების მსურველები დოკუმენტაციას წარადგენენ უშუალოდ სკოლაში მისვლის დროს.

2018-2019 სასწავლო წელი 17 სექტემბერს დაიწყება.