ქალაქის მერმა ძაღლების დროებითი თავშესაფარი მოინახულა. ადგილზე გაეცნო არსებულ სიტუაციას, დაათვალიერა ვოლიერები, გაესაუბრა თავშესაფრის თანამშრომლებს და დეტალურად მოისმინა ინფორმაცია თუ რა პირობებში იმყოფებიან ცხოველები.
აღსანიშნავია რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში დაწესებულებაში ქუჩიდან 3000-მდე ძაღლი შეიყვანეს, მათ ჩაუტარდათ სხვადასხვა სახის სამედიცინო პროცედურები: სტერილიზაცია, კასტრაცია, ვაქცინაცია და სხვა. სულ ევთანაზიის 85 შემთხვევაა დაფიქსირდა
"ინფო რუსთავთან" საუბრისას თავშესაფრის ხელმძღვანელობამ მოქალაქეებს თხოვნით მიმართა, რომ სხვადასხვა უბნებში მობინადრე ძაღლები უზრუნველყონ წყლით. ამით უფრო მარტივი იქნება ცხოველებისათვის ზაფხულის ცხელი დღეების გადატანა და ნაკლებად აგრესიულები იქნებიან ისინი.