რუსთავის საგამოცდო ცენტრში ზოგადი უნარების ორი ეტაპი დასრულდა.
„დილის სესიაზე მუშაობდა 35 სექტორი, 525 აბიტურიებტიდან 21 არ გამოცხადდა . მეორე სესიაზე მუშაობდა, ასევე 35 სექტორი 524-დან 20 არ გამოცხადდა. კონდიცირების სისტემა მუშაობს გამართულად. არიან აბიტურიენტები, რომლებიც ითხოვენ ტემპერატურის მომატებას ან დაკლებას, ჩვენც ვითვალისწინებთ მათ თხოვნას და ტემპერატურას ვარეგულირებთ მათი თხოვნის შესაბამისად. გამოცდები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა.“ განუცხადა „ინფო რუსთავს“ საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა.
აბიტურიენტები აცხადებენ, რომ გამოცდის დროს არანაირი პრობლემა არ ყოფილა, გამართულად მუშაობდა კონდიცირება. ტესტირება ორი ნაწილისაგან შედგებოდა ვერბალური და მათემატიკური. ზოგადად კი ორივე საშუალო სირთულის იყო.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრული პოლიცია, სახანძრო სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.