ახალი სკვერი რუსთავში

2018-07-05 16:37:45

რუსთავში, გურამიშვილის ქუჩაზე ახალი სკვერი მოეწყობა.

სამუშაო პროცესი მერიის წარმომადგენლებმა მოინახულეს. დასასვენებელი სივრცე დაბალსართულიანი ბინების შუაში მოეწყობა და მის გალამაზებაში ადგილობრივებიც ჩაერთვებიან.

"ეს პროექტი განვახორციელეთ იმიტომ, რომ სივრცე, სადაც სკვერი გაშენდება შეიძლება გამოყენებული იყოს, როგორც ახალგაზრდების ასევე ბავშვების მიერ. სკვერის გარკვეული ნაწილი კეთდება ბიუჯეტის თანხებით, ხოლო დანარჩენის მოწყობაში მოსახლეობაც მიიღებს მონაწილეობას. გამწვანების სერვისცენტრის ჩართულობით კი, ერთობლივად მოხდება სკვერის გალამაზება"- განაცხადა ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ