რუსთავში, მესხიშვილის #9 საცხოვრებელი კორპუსის მიდებარე ტერიტორიაზე ავტოფარეხების დემონტაჟი განხორციელდა.
რკინის კონსტრუქციები, რომელიც წლების წინ უკანონოდ დაამონტაჟეს, მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა აიღეს.
რუსთავის მერიის ინფორმაციით, თუ მოსახლეობა მათ საკუთრებაში არსებულ მიწაზე აშენებული ან დაუსრულებელი ფარეხების დემონტაჟს მოითხოვს, რუსთავის მერიას წერილობით უნდა აცნობოს, შესაბამის სამუშაოებს კი თვითმმართველობა საკუთარი ხარჯებით განახორციელებს.