რა დამალეს ავტომობილის ძრავში [video]

2018-07-03 23:07:19

თურქული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველო-თურქეთის საზღვარზე, თურქგოზის საბაჟო ტერმინალზე (ესაზღვრება ვალის საბაჟო პუნქტს) კონტრაბანდის გადატანის უცნაური ფაქტი დაფიქსირდა. ნახეთ ვიდეო.

თურქმა მებაჟეებმა შეამჩნიეს, რომ საქართველოდან საბაჟო ტერმინალზე შესული ავტომობილის მძღოლი საბაჟო პროცედურებისას უცნაურად იქცეოდა და რეგისტრაციის გავლისას ძალიან ღელავდა. დაეჭვებულმა მებაჟეებამა ავტომანქანის შემოწმება გადაწყვიტეს და მანქანა სკანერის აპარატზე გასაშუქებლად გადაიყვანეს. შედეგად ავტომანქანის ძრავაში დამალული ორი ხბო აღმოაჩინეს.