2018-07-04 21:42:17
რუსთავში, მე-12 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი, რომელმაც ცეცხლის ლიკვიდირება მოახდინა.
ცეცხლი გამხმარ ბალახს ეკიდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია.