რუსთავის დიდ ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება

2018-07-03 23:08:11

კომპანია "რუსთავის წყალი" განცხადებას ავრცელებს - "ქ. რუსთავი, შარტავას გამზირის N 5-თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, 04/07-ის 01:00-დან 04/07-ის 08:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება: ქ. რუსთავის მარჯვენა სანაპიროს."