გამოცდის პირველი დღე [photo]

2018-07-02 15:24:38

რუსთავის საგამოცდო ცენტრში, დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველი ეტაპი დასრულდა.

აბიტურიენტების აზრით, გამოცდა საშუალო სირთულის იყო. გაგრილების სისტემამ გამართულად იმუშავა, არანაირი პრობლემა არ ყოფილა, აცხადებენ აბიტურიენტები. 

რუსთავის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა “ინფო რუსთავს“ განუცხადა რომ - „დატვირთული იყო 30 სექტორი, 441 აბიტურიენტიდან 23 არ გამოცხადდა. საგამოცდო პროცესი მიმდინარეობდა მშვიდ გარემოში. კონდიციონერების სისტემა მუშაობს კარგად. გაგრილებასთან  დაკავშირებით აბიტურიენტებს არ დაუფიქსირებიათ პრეტენზია. შესაძლოა ითქვას, რომ ყველაფერი რიგზეა, დარღვევებს არ ქონია ადგილი“.

 

ადგილზე მობილიზებული  იყო საპატრული პოლიცია, სახანძრო სამაშველო და  სასწრაფო სამედიცინო დახმარების  ეკიპაჟები.