დემნა გვასალიას ახალი კოლექცია[photo]

2018-07-02 14:47:19

დემნა გვასალიამ წარმოადგინა Vetements-ის უახლესი კოლექცია, რომელიც ინსპირირებულია მშობლიური ქვეყნითა და აფხაზეთის ომისგან განადგურებული ბავშვობით.
კოლექცია, სახელწოდებით, “SS19“ არა მხოლოდ „ოჯახისა და ძალადობის“ თემაზე შექმნილ ნამუშევრებს, არამედ საქართველოს უახლეს ისტორიას აერთიანებს.
დემნა გვასალიამ ახალი კოლექციისთვის სპეციალური აპლიკაციაც შექმნა.
იმ შემთხვევაში, თუ „ვეტმანის“ აპლიკაციას გადმოწერ და ტანსაცმელზე დატანილ QR კოდს დაასკანირებ, გადამისამართდები ვიკიპედიაზე, რომელიც დეტალურად მოგიყვება ისტორიას საქართველოს გენოციდზე.

ავტორი:ნინა პარუნაშვილი