უცნაური სტიკერი ბაზრობაზე [photo]

2018-07-01 23:12:19

"არ გამოკვებოთ ძაღლები, ჯარიმა 50 ლარი" – დილით გაკრული "სტიკერი" რუსთავის ავტობაზრობაზე უკვე ჩამოხსნეს.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო რომელიც რუსთავის ავტობაზრობაზე იყო გადაღებული. სტიკერზე ეწერა, რომ ვინც ძაღლებს საკვებით გაუმასპინძლდებოდა, ბაზრობის ადმინისტრაცია 50 ლარით დაჯარიმებდა.

ინფორმაციის გადასამოწმებლად "ინფო რუსთავი"-ს ჟურნალისტი ბაზრობის ტერიტორიაზე იმყოფებოდა. სტიკერი უკვე ჩამოხსნილი იყო, ბაზრობის ადმინისტრაციაში კი განაცხადეს, რომ მათ ტერიტორიაზე დაახლოებით 50 მიუსაფარი ძაღლი ცხოვრობს, რომელიც სასტუმროს ვიზიტორებს დისკომფორტს უქმნის, მათივე ინფორმაციით ყოფილა დაკბენის შემთხვევებიც. სტიკერის განთავსების მიზანიც სწორედ ეს იყო.

"ავტომობილების მყიდველები უკმაყოფილებას გამოთქვამენ აღნიშნულის გამო. მივმართეთ რუსთავის მერიას და გვითხრეს რომ ისინი ძაღლებს კასტრაციას გაუკეთებდნენ და ისევ ამ ტერიტორიაზე დააბრუნებენ. პრობლემა ისევ პრობლემად რჩება. იყო დაკბენების შემთხვევები, იყო ავტომობილების დაზიანების შემთხვევები." - აცხადებენ ბაზრობის ადმინისტრაციაში.

როგორც "ინფო რუსთავი"-სთვის გახდა, ცნობილი ამ დრომდე ძაღლის გამოკვებისთვის ჯარიმა ჯერ არ გამოუწერიათ.