ავტობუსი სიმაღლიდან გადავარდა

2018-07-01 12:47:41

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გომბორის უღელტეხილზე. არსებული ინფორმაციით სამგზავრო ავტობუსი რომელსაც ტურისტები თელავის მიმართულებით გადაჰყავდა სიმაღლიდან გადავარდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა, მათი გადაყვანა თელავის საავადმყოფოში მოხერხდა.

"ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს რომ ფაქტზე გამოძიება სსკ 276 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.