ტრადიციული ველომსვლელობა [photo]

2018-06-30 21:32:29

ტრადიციული ველომსვლელობა - rustavi critical mass რუსთავის ველომოყვარულთა კლუბის ორგანიზებით გაიმართა. მსვლელობა რუსთავის შემოსასვლელიდან დაიწყო და მერიის მიმდებარე ტერიტორიასთან დასრულდა. ველომსვლელობაში რამდენიმე ათეული ველომოყვარული იღებდა მონაწილეობას, მსვლელობის შემდეგ კლუბის წევრები ცენტრალურ პარკში, ამფითეატრში ჩავიდნენ სადაც ფილმის ჩვენება მოეწყო.