ხიდის ქვეშ მანქანა გაიჭედა [video]

2018-06-27 21:04:07

რუსთავი თბილისის ავტობანზე, ხიდის ქვეშ, დიდი გაბარიტების მქონე სატვირთო თვითმცლელი გაიჭედა.

მაგისტრალზე მოძრავი "ჰოვო"-ს მარკის სატრანსპორტო საშუალებამ ქვეითთათვის განკუთვნილი ხიდის ქვეშ აწეული ძარით გაიარა. ძარა ხიდს გამოედო და ავტომობილის კორპუსს მოწყდა. სატვირთოს ძარა ხიდის ქვეშ დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში იყო გაჭედილი.

"ინფო რუსთავთან" სატვირთო ავტომობილის მძღოლმა განაცხადა - "ხელოსანთან ვიყავი, შეამოწმა ელექტროსადენები რის გამოც ძარის აწევა მომიხდა. მახსოვს რომ ძარა შემდეგ დავკეცე, სარკეში ვერ შევამჩნიე და თურმე აწეული ძარით გამივლია". მძღოლმა აწეული ძარის შესახებ ავარიის შემდეგ გაიგო.

შემთხვევის შედეგად გარკვეულწილად შეფერხდა საავტომობილო მოძრაობა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო ეკიპაჟი, რომელიც საავტომობილო მოძრაობას არეგულირებდა.

ხიდის ქვეშ გაჭედილი ძარა ამწეს საშუალებით მოხსნეს. ნახეთ ვიდეო