ჩინეთში, ნინსია-ხუეის რეგიონში, ტუალეტის ავზში მცირეწლოვანი ბიჭი ჩავარდა. თანასოფლელებმა ჭიდან მის ამოყვანაში დახმარება რვა წლის ბავშვს სთხოვეს, თუმცა საბოლოოდ ჭაში ორივე მცირეწლოვანი გაიჭედა. ტუალეტის ჭის სიღრმე 30 ფუტს აღწევს, ხოლო ხვრელის სიგანე მხოლოდ 20 სანტიმეტრია. სამაშველო ეკიპაჟმა ბავშვების დასახმარებლად ერთ-ერთი ყველაზე გამხდარი მეხანძრე, ფაქტობრივად, დამცავი აღჭურვილობის გარეშე ჩაუშვა. ბავშვებმა მცირე დაზიანებები მიიღეს, ერთ-ერთმა კი ჭიდან ამოყვანისას გონება დაკარგა, თუმცა ამჟამად ორივე ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია. ბავშვების გადარჩენაში ორი სახანძრო ეკიპაჟი და 16 მეხანძრე მონაწილეობდა. ნახეთ ვიდეო.