მე-9 სართულიდან გადმოვარდნილი ქალის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
32 წლის ქალი, რომელიც მე-9 სართულიდან გადმოვარდა კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. როგორც კლინიკა რუსთავში აცხადებენ, პაციენტი ჯერ კიდევ რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში.
შეგახსენებთ,რომ 2 დღის წინ რუსთავში, მე-16-ე მიკრორაიონის ერთერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან 32 წლის ქალი გადმოვარდა.
დაშავებული, მძიმე დაზიანებებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა.