რუსთავის მერი ახალგაზრდებს შეხვდა

2018-06-26 15:11:56

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე FLEX-ის კურსდამთავრებულებს შეხვდენენ. შეხვედრას პროგრამის წლევანდელი გამარჯვებულები და ის მონაწილეები ესწრებოდნენ, რომლებიც აგვსიტოში ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრებიან სასწავლებლად.

აუდიენციის დროს რუსთავის მერმა ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდების სხვადასხვა წამახალისებელ აქტივობებში ჩართულობაზე.

"სტუდენტების ერთი ჯგუფი უკვე იყო აშშ-ში გაცვლითი პროგრამით, ახლა კი შტატებში უკვე მეორე ჯგუფი გაემზგავრება.ესენი არიან მართლაც რჩეული ბავშვები, მათ  მიიღეს გარკვეული  ცოდნა  და გამოცდილება, რომელიც თავიანთ ქალაქს უნდა მოახმარონ"
- განაცხადა ნინო ქავთარაძემ

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ახალგაზრდებმა რუსთავის მერიის შენობა დაათვალიერეს და თვითმმართველობის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.