რას აცხადებენ "კლინიკა რუსთავში"

2018-07-01 23:06:55

ახალგაზრდა ქალი რომელიც 1 კვირის წინ მეცხრე სართულიდან გადმოხტა გარდაიცვალა.

32 წლის ქალი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, ექიმები მის მდგომარეობას მძიმედ აფასებდნენ. მან სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრამვები მიიღო.

შეგახსენებთ რომ ახალგაზრდა ქალი მეცხრე სართულიდან სავარაუდოდ სუიციდის მიზნით გადმოხტა, მეზობლების თქმით, ის ჯერ მეხუთე სართულზე, გამოშენებულ აივანს დაეცა, შემდეგ კი ეზოში ჩამოვარდა.

არსებული ინფორმაციით ქალს ოჯახში სხვადასხვა სახის პრობლემები ჰქონდა, ცხოვრობდა დედასთან და შვილებთან ერთად. სუიციდის მცდელობის მიზეზად სოციალური მდგომარეობა სახელდება.