რუსთავში, მე-17 მ/რ-ში, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში 4 წლის ბავშვი ატრაქციონიდან გადმოვარდა და გონება დაკარგა. თითმხილვენების თქმით, მცირეწლოვანი ატრაქციონის კიბეებზე ადიოდა რა დროსაც დაბლა ჩამოვარდა. ადგილზე გამოძახებული იქნა სასწარაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი, რის შემდეგაც ბავშვი ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნახეთ ვიდეო.
„4 წლის ბავშვი, შემოიყვანა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა, პაციენტს აღენიშნება თავის ტრამვა. მოზარდს შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები უტარდება“- განაცხადა ცენტრალური საავადმყოფოს ექიმმა "ინფო რუსთავთან".