მზადება ეროვნული გამოცდებისთვის
რუსთავის საგამოცდო ცენტრი, რომელიც #22 საჯარო სკოლაში განთავსდა კონდიციონერებით იქნება აღჭურვილი " - ამის შესახებ ინფო რუსთავის რუსთავის 22-ე საჯაროს სკოლის დირექტორმა ეკა ცხვედაძემ განუცხადა.
შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა სკოლაში რამდენიმე თვის წინ დაიწყო. სკოლაში მიმდინარეობდა სველი წერტილების რემონტი, ვიდეო-აპარატურის დამონტაჟება და სკოლის შესაბამისი ინვენტარით აღჭურვა. 2 ივლისისთვის ცენტრი აბიტურიენტების მისაღებად სრულ მზადყოფნაში იქნება.
რუსთავში არსებული საგამოცდო ცენტრი ერთადერთია სადაც წელს, კონდიცირების სისტემა გაკეთდა.
გამოცდების შეუფერხებლად და კომფორტულ გარემოში ჩატარების მიზნით, შემოიღობება საგამოცდო ცენტრის მიმდებარე ტერიტორია. მობილიზებული იქნება სახანძრო და სამედიცინო სამსახურები. საგამოცდო ცენტრებში უსაფრთხოებასა და წესრიგს კი სამართალდამცავები უზრუნველყოფენ.