კვიპროსში ქართველი ქალები დააკავეს

2018-06-20 20:11:06

კვიპროსის მედიის ცნობით, კვიპროსში 4 ქართველი ქალი დააკავეს, რომლებსაც ყალბი პირადი დოკუმენტები აღმოაჩნდათ.

სამართალდამცველების ცნობით, საქართველოს მოქალაქეებს ყალბი დოკუმენტები საქართველოში 100 ევროდ ჰქონდათ შეძენილი.

ცნობილია რომ ქალებს ორ დღიანი პატიმრობა შეეფარდათ, იმის გამო, რომ კვიპროსის ტერიტორიაზე ისინი უკანონოდ იმყოფებოდნენ.