რუსთაველმა მწერლებმა, პოეტებმა და ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციამ, რუსთავის რაიონული პროკურატურის შენობასთან აქცია გამართეს. ხელოვანები რუსთავის მწერალთა სახლის გასხვისების გამოძიებას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, რუსთავის მწერალთა სახლი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში გასხვისდა, ობიექტის გასხვისებაში მათ ბრალი რუსთვის ყოფილი მერს დასდეს. აქციის მონაწილეებმა საკითხის გამოძიებისთან დაკავშირებით, რუსთვის პროკურატურაში განცხადებაც შეიტანეს. "ინფო რუსთავი" რუსთვის ყოფილ მერს მამუკა ჩიქოვანს დაუკავშირდა. მან ჩვენთან საუბარში, აქციის მონაწილეებს სწორი ინფორმაციის მოძიებისკენ მოუწოდა. "კარგად მოიძიონ ვინ გაყიდა, როდის გაყიდა. ვიც გაყიდა ახლა სად არის და სად არის ისიც, ვინც იყიდა? გაიგონ ამ კითხვებზე პასუხები და მივლენ სიმართლემდე".