გაიზრდება თუ არა მასწავლებლის საბაზო ხელფასი 2019 წლის ბიუჯეტით.
პედაგოგთა პროფკავშირების პრეზიდენტის მაია კობახიძის განცხადებით, საგანმანათლებლო დაწესებულებში დასაქმებულთა ხელფასები ძალიან დაბალია.
მაია კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს განათლების სამინისტროს აქვს მზაობა, იმის რომ ხელფასების ზრდის სქემა შეიმუშაობს.
"თუ პედაგოგთა საბაზო ხელფასის ზრდასთან დაკავშირებული მოთხოვნა არ იქნება დაკმაყოფილებული პროტესტის უკიდურეს ფორმებსაც შეიძლება მივმართოთ. გამოვიყენებთ ყველა იმ უფლებას რაც კანონით არის გათვალისწინებული. მხოლოდ პედაგოგებისთვის ხელფასების გაზრდაზე არაა აქ საუბარი, საჯარო სკოლებში და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დასაქმებულმა ტექნიკურმა პესრონალმაც უნდა მიიღოს დანამატი. თუ კონსტრუქციული დიალოგი არ გაამართლებს აქციებსაც არ გამოვრიცხავთ. სექტემბერში ვფიქრობთ გააქტიურებას, რადგან სწორედ ამ დროს ხდება მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმარება"- აცხადებს მაია კობახიძე
აღსანიშნავია, რომ გუშინ პარლამენტში განათლების მინისტრი სპეციალური პროგრამით წარსდგა, თუმცა მიხეილ ჩხენკელს პროგრამის წარდგენისას, პედაგოგთა ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით არ უსაუბრია.