რომელ ქუჩებზე მოეწყობა ველობილიკები

2018-06-19 18:52:38

თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი ოფისიდან მერიაში საკუთარი ველოსიპედით დადის.

აღმოჩნდა რომ მაღალჩინოსანი თბილისის ქუჩებში ტრანსპორტირებისთვის ველოსიპედს ხშირად იყენებს.

როგორც მამუკა მუმლაძე ინფო რუსთავთან ამბობს, მიცკევიჩიდან სადაც ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ოფისია გნთავსებული, თბილისი მერიაში მისვლა ველოტრანსპორტით უფრო მარტივი და კომფორტულია ვიდრე ავტომობილით, განსაკუთრებით პიკის საათებში.
 
"ოფისიდან მერიაში ველოსიპედით დავდივარ და უკან ამავე სატრანსპორტო საშუალებით ვბრუნდები. რუსთავში მაჩუქეს ეს ველოსიპედი და წამოვიღე სამსახურში. ახლო მანძილზე ტრანსპორტირებისთვის რეგულარულად ვიყენებ. ჩემი მიზანია,რომ ველო გადაადგილებისთვის მაქსიმალურად დიდი სივრცე შეიქმნას დედაქალაქში, ამისთვის კი სხვადასხვა პროექტებს ვგეგმავთ. გეტყვით, რომ პეკინიდან ვაჟა-ფშაველას მიმართულებით, ასევე ყაზბეგიდან მაღლივი კორპუსის მიმართულებით, 7 კილომეტრიანი ველო ბილიკი გაკეთდება, ასევე მოხდება პეკინის, კოსტავასა და შარტავას ქუჩების შეკვრა. ეს არის ალტერნატიული ტრანსპორტი რომელიც ქალაქის ტრანსპორტის განვითარების გეგმაშიც არის. ქსელის განვითარება კი ეტაპობრივად მოხდება, ჩვენ გასულ წელს თბილისში ველოსადგომი 27 ლოკაციაზე გავაკეთეთ. ველოსიპედი კომფორტული სამგზავრო საშუალებაა" - განაცხადა თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ

როგორც ირკვევა  მამუკ მუმლაძე დიდი ხანია თბილისის ქუჩებში სამსახურის საქმეებზე ველოსიპედით გადაადგილდება, ეს ფაქტი კი ხალხში დიდი პოპულარობით სარგებლობს. სოციალური ქსელში მუმლაძის ამ ინიციატივას  დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მთავრობის წარმომადგენელმა საზოგადოების მხრიდან დადებითი შეფასება დაიმსახურა.

მამუკა მუმლაძე რუსთაველია. ის ქალაქ რუსთავში ტრანსპორტის მიმართულებით სხვადასხვა სამსახურებს ხელმძღვანელობდა.