რუსთავში ტაძარი დაიწვა [video]

2018-06-17 21:32:02

ხანძარი XVI მიკრო-რაიონში. ცეცხლი 34 ბაღის შენობაში განთავსებულ სამლოცველოში გაჩნდა. არსებული ინფორმაციით ხანძრის მიზეზი ელექტროსადენებზე ცეცხლს წაკიდება გახდა. დამწვარია მთლიანად ხატების კუთხე და საეკლესიო ნივთები. შემთხვევის დროს ეკლესიაში არავინ იმყოფებოდა. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო, სასწრაფო და საპატრულო ეკიპაჟები. ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოხდა, ხანძრის დროს არავინ დაშავებულა. ნახეთ ვიდეო.