"ენერგო პრო ჯორჯია"-ს განცხადება

2018-06-18 17:19:43

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, რუსთავის ზოგიერთ ქუჩას და მიკრორაიონს 19 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
 
13:00-დან 14:00 საათამდე რუსთავში მეგობრობის, მესხიშვილის, თოდრიას, კლდიაშვილის, ახალგაზრდობის პარკის, 21-ე მიკრორაიონის და მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრებ აბონენტებს ელექტრომომარაგება შეეზღუდება.

კომპანია "ენერგო პრო ჯორჯიაში" აცხადებენ, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ ელ.ენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.