ავსტრიაში ქართველი დაჭრეს.
ავსტრიული მედიის ინფორმაციით, 29 წლის ქართველსა და თავშესაფრის მაძიებელ ერაყის ორ მოქალაქეს შორის შელაპარაკების დროს ერთ-ერთმა ერაყელმა ქართველს გატეხილი შუშის ბოთლით დაზიანება სახის არეში მიაყენა. შემთხვევა ქალაქ მარხტრენკში მოხდა
მძიმედ დაჭრილი საქართველოს მოქალაქე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა, სამართალდამცველებმა კი ეჭვმიტანილი ერაყელები დააკავა.