წერილი ინფო რუსთავს [photo]

2018-06-15 19:30:18

წერილი ინფო რუსთავს.

რუსთავში მცხოვრები მოქალაქე ინფო რუსთავს დაუკავშირდა და ერთერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ არსებულ მდგომარეობაზე ინფორმაცია მიაწოდა. წერილს უცვლელად გთავაზობთ.


"გამარჯობათ, სულ თქვენი შეწუხება მიწევს მაგრამ თქვენი დახმარების გარეშე ვერ გადაწყდება ეს პრობლემაც, ჭერზეც თქვენ დამეხმარეთ, შარტავას გამზირი 11 , ბიბლიოთეკის კორპუსის მაცხოვრებელი გაწუხებთ. ჩვენი დეპუტატის ბატონი გიორგი ბეგაძის ოფისის უკან ამოთხრილია სარდაფი, არ ვიცი ადრეც თუ ღია სარდაფი იყო და სადღეისოდ ქცეულია ფაქტიურად ბუნკერად, საშინელი მდგომარეობაა, სუნი, ვირთხები, ანტისანიტარია. უნდა აღინიშნოს რომ ბატონ გიორგისაც მივმართეთ და გაწმინდეს, მაგრამ ამ სახის  ერთჯერადმა გადაწყვეტამ ვერაფერი შეცვალა, მალევე ისევ ნაგვით აავსეს, არადა იქვეა ახლოს ნაგვის ურნებიც, მაგრამ მაინც სარდაფში ყრის ხალხი ნაგავს და ტუალეტადაც იყენებს, თქვენ რომ გააშუქოთ იქნებ შერცხვეთ ან რაღაც რეაგირება მოყვეს უფრო ქმედითი და მდგრადი, იქნებ მოხერხდეს რამეს მოფიქრება, საკუთარი ძალებით ვერ ვწმინდავ ისეთი სიბინძურეა, ბუნკერიც არ გაუტანიათ ჯერ და პლიუს გვერდზე დამატებით არალეგალური ბუნკერი. თუ რამეს გვიშველით ძალიან გამიხარდება, წინასწარ უდიდესი მადლობა" - წერს მაიკო მუშკუდიანი