რუსთავის ბაგა ბაღებში 2-3 წლიანთა რეგისტრაცია დასრულდა.
ამ ეტაპზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს 3-4 წლიანთა რეგისტრაციის პროცესი, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ყველა ვაკანტური ადგილი პირველივე წუთებში შეივსო.
მშობლები ონლაინ რეგისტრაციას აფასებენ და მოსაზრებებს სოციალურ ქსელში ერთმანეთს უზიარებენ. ინფო რუსთავს არაერთი მშობელი დაუკავშირდა. მათ ნაწილს ინფორმაცია, არ აქვს რას ნიშნავს რეგისტრაციის რიგის ნომერი, რომელიც მიენიჭათ. გაურკვეველია ასევე ჩარიცხულები არიან თუ არა სააღმზრდელო დაწესებულებებში.
მშობლების უკაყოფილებას, ბაღებში დღეს არსებული რეგისტრაციის წესები იწვევს. მათი თქმით, პროცესი არ არის გამჭვირვალე რაც ეჭვების საფუძველს იძლევა.