ინდოეთში ასფალტის საფარის დაგების დროს ძაღლი გარდაიცვალა. როგორც ცნობილია გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისას სავალ ნაწილზე ცხოველს ეძინა, მუშებმა კი ყურადღება არ მიაქციეს. ასფალტის დასაგები სპეც. ტექნიკის მძღოლმა მძინარე ძაღლს კიდურებზე ზევიდან გადაურა. ძაღლმა განძრევა ვეღარ შეძლო და სხეულის ქვედა ნაწილი მთლიანად დაეწვა. ცხოველი დილამდე ცდილობდა თავის დაღწევას და გადარჩენას თუმცა საბოლოოდ გზის მშენებლობას შეეწირა. +18 ნახეთ ვიდეო.
ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შემდეგ მუშებმა ძაღლი ადგილზე დატოვეს და წავიდნენ.
ცხოველის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით შეშფოთებული საზოგადოება და ცხოველთა უფლება დამცველები შეიკრიბნენ, მათ მუშებს საქმის გაგრძელებს საშუალება არ მისცეს და სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის წინააღმდეგ აქცია გამართეს.
ადგილობრივმა პოლიციამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო და კომპანიის წარმომადგენლები დაკითხვაზე დაიბარა.