ინტერტრანსის "ახალი მარშრუტი"

2018-06-14 23:47:53

საკრებულოს სხდომათა დარბაზში ტრანსპორტის საკითხების შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა.

სხდომაზე ინტერტრანსისი დირექტორის მოადგილემ თენგიზ სანიკიძემ კომპანიაში არსებულ პრობლემებზე გამოწვევებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, რომელიც მგზავრთა კომფორტულ გადაადგილებას და უსაფრთხო მგზავრობას ითვალისწინებს.

კომპანია ინტერტრანსის ხელმძღვანელობამ, მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე კორექტირება შეიტანა ე.წ. 96 სამარშუტო ხაზის მუშაობაში. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად ე.წ 96. სამარშუტო ხაზი ჭყონდიდელის დასახლებაშიც იმოძრავებს. კონკრეტულ დეტალებს სვლა გეზის შესახებ კომპანია რამდენიმე დღეში გაასაჯაროებს.

სანიკიძის განცხადებით, ქალაქის მასშტაბით საკმაოდ მწვავედ დგას ე.წ მინივენების საკითხი, რომლებიც თბილისის მიმართლებით მგზავრთა გადაყვანას რეგულარულად ახორცილებენ. მისის თქმით მათი მუშაობა უკანონოა და ნებართვის გარეშე მიმდინარეობს, აღნიშნული კი ინტერტრანსში დასაქმებულ მძღოლებს პრობლემებს უქმნის. სანიკიძემ საკითხით დაინტერესება რუსთავის საკრებულოს წევრებს სთხოვა.

"ტრანსპორტის კომისიის სამუშაო შეხვედრაზე რამდენიმე საკითხი დავაყენეთ. ერთ ერთი მთავარი საკითხი მინივენების თემა იყო. ე.წ მინივენებმა ჭყონდიდელის დასახლებიდან მაღლივის მიმართულებით, მგზავრთა რეგულარული გადაყვანა დაიწყეს. ეს ფაქტი არ არის კანონიერი. ჩვენ  შესაბამის სამსახურებს ამ საკითხით დაინტერესება ვთხოვეთ. ასვე სიახლეა ის, რომ უახლოეს პერიოდში ე.წ 96 სამარშრუტო ხაზის კორექტირება მოხდება, ჩვენი მიკროავტობუსები ჭყონდიდელის მიმართულებითაც იმოძრავებენ. დეტალებს ოდნავ მოგვიანებით მოგახსენებთ. რაც შეეხება სამარშუტოებში გაგრილების სისტემის გამართულობის საკითხს, გასულ წელს მოხდა სისტემის შეკეთება და ამ ხრივ პრობლემა მოგვარებული. ყველა მძღოლი ვალდებულია მიკროავტობუსებში გაგრილების სისტემა ჩართოს"-განაცხადა ინტერ ტრანსის დირექტორის მოადგილე თენგიზ სანიკიძემ.

„ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნები ჩვენი მხრიდან არის მგავრთა მოთხოვნები. პიკის საათებში მგზავრებს უჭირთ გადაადგილება, პრობლემაა ასევე გადასაკეცი სკამების და კომპანიაც გვეთანხმება რომ ეს პრობლემა უნდა აღმოიფხვრას, ასევე კონდიცირების თემა, ასევე ხშირად ხდება მძღოლების მხრიდან სიჩქარის გადაჭარბება.

რაც შეეხება მინივენებს, მინივენები რეგულარულურ მარშუტზე გადადიან და პრობლემას უქმნიან იმ კომანიას რომელსაც ტენდერი აქვს მოგებული, ინტერტრანსი ახორციელებს მგზავრთა გადაყვანას, მათ ასევე თანხაც შემოაქვთ ბიუჯეტში, მინივენების თემას რაც შეეხება ასევე გეტყვით რომ თუ არ დაემორჩილებიან ჩვენს მითითებას შესაბამისი ოქმები გამოიწერება, რადგან მგზავრთა გადაყვანას თავისი კანონები აქვს" - განაცხადა საკრებულოს ტრანსპორტის საკითხების შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფის ხელძღვანელმა  გურამ კვარაცხელიამ.