რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, კერძოდ, საცხოვრებელი კომპლექსის დირსის წინ, ერთმანეთს სამი ავტომობილი მერსედესის სპრინტერი, ნისანის ჯიპი და სატვირთო მანქანა დაეჯახა.
შეჯახების შედეგად რამდენიმე ადამიანმა მცირედი დაზიანებები მიიღო. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.
ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია.