მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2018-06-12 23:29:24

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 13 ივნისს ქვეყნის მასშტაბით მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +26, +31 გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში 12 ივნისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო 13 ივნისს დღე უნალექოდ ჩაივლის. ჰაერის ტემპერატურა დღეს +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება, 13 ივნისს კი 2 – 3 გრადუსით მოიმატებს

.

 

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 13 ივნისი +28°C, 14 ივნისი +31°C, 15 ივნისი +32°C, 16 ივნისი +34°C.