რას აცხადებენ ბაღების გაერთიანებაში

2018-06-12 12:20:15

ამოიღეს თუ არა რუსთავში მდებარე საბავშვო ბაღების კვების რაციონიდან ხორცის პროდუქტები - ინფორმაცია ინფო რუსთავს რამდენიმე მშობლებმა მიაწოდა.

რუსთავის ბაგა ბაღების გაერთიანებაში გავრცელებულ ინფორმაცაის არ ადასტურებენ. თუმცა საპირისპიროს ამტკიცებენ მშობლები.

მშობლები ინფო რუსთავთან ყვებიან, რომ სკოლამდელ დაწესებულებებში ხორცპროდუქტების მენიუდან ამოღების მიზეზად მალფუჭებადობა დასახელდა.

ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ინფო რუსთავთან აცხადებს, რომ მენიუდან ხორცპროდუქტები ამოღებული არ არის.