რუსთავის მერი, ირაკლი ტაბაღუა ფალიაშვილის და თბილისის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. UNDP-ს პროექტის ფარგლებში (რაც გულისხმობს რომ მოსახლეობამ თავად დაგეგმოს რა სჭირდება და შემდეგ თვითმმართველობამ განახორციელოს) შეხვედრაზე განიხილეს ე.წ. "ჩიკაგოს" სკვერის კეთილმოწყობის საკითხები.
ირაკლი ტაბაღუას თქმით აღნიშნული სკვერის საპროექტო სამუშაოები უკვე დაწყებულია - "ეს იქნება მრავალფუნქციური სკვერი, აქ მოეწყობა სხვადასხვა სივრცეები. გაკეთდება სპორტული მოედნები, იქნება სივრცე ხანდაზმულებისთვის."
"ინფო რუსთავი"-ს კითხვაზე იგეგმება თუ არა თეატრის წინ და ლეონიძის ქუჩაზე არსებული სკვერების მოწყობა მერმა განაცხადა რომ - "მიმდინარე წელს მოხდება საპროექტო სამშაოების შესრულება, მომავალი წლიდან კი ადგილობრივების ჩართულობით აუცილებლად კეთილმოეწყობა აღნიშნული სკვერები."