გუბერნიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

2018-06-09 14:21:27

ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში, რუსთავში 2 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვადაციო სამუშაოების მიმდინარეობის, სანიაღვრე სისტემის მოწყობისა და მსგავსი შემთხვევის პრევენციის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გრიგოლ კაცია, ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ბეგაძე და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე დავით ტაბიძე დაესწრნენ.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქალაქის სანიაღვრე არხებისა და წყალსაწრეტი სისტემების რეაბილიტაციისა და ამ მიმართულებით დაგეგმილი კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ იმსჯელეს.

მხარეებმა ყურადღება თბილისი-წითელი ხიდის ავტომაგისტრალის პროექტირებისას, ახალი სანიაღვრე სისტემის მოწყობის აუცილებლობაზე გაამახვილეს, რომელიც სამომავალოდ, ქალაქის დატბორვის საფრთხის აღმოფხვრას უზრუნველყოფს.

რუსთავის სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციის კონკრეტულ პროექტებზე მუშაობა უკვე მომდევნო კვირიდან დაიწყება.

დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი რუსთავში, სპორტული კომპლექსისა და ტექნოლოგიური პარკის მშენებლობის გეგმასაც შეეხო.

ინფორმაციას ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს