მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2018-06-08 23:24:11

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 – 11 ივნისს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

9 – 11 ივნისს წვიმა და ელჭექი მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში (ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში). ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +26, +31 გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +29, +31 გრადუსი იქნება.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 9 ივნისი +29°C, 10 ივნისი +28°C, 11 ივნისი +28°C, 12 ივნისი +24°C.