სანიაღვრე ჭების გაწმენდითი სამუშაოები

2018-06-08 21:37:46

ამ წუთებში ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში სანიაღვრე კოლექტორები და წყლის არხები იწმინდება.

რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურისა და რუსთავსერვის ცენტრის თანამშრომლები ლეონიძის ქუჩაზე იმყოფებიან და გაწმენდით სამუშაოებს პირადად უწევენ ზედამხედველობას.

"კოლექტორები არის გამტარი, ახლა სპეც.ტექნიკის საშუალებით იწმინდება ნიაღვარ მიმღებ ჭებში არსებული ე.წ სხივები, სწორედ ამ სხივების საშუალებით შედის წყალი კოლექტორებში. მოხდა იაღლუჯის ფერდობიდან ჩამოსული ტალახნარევი მასის ჩადინება სანიაღვრე ჭებში, რის გამოც კოლექტორებმა წყალი ვეღარ მიიღო. აქტიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და ვმუშაობთ იმისთვის რომ ძლიერი წვიმის შედეგად აღარ მოხდეს ქალაქის დატბორვა"-განაცხადა ინფო რუსთავთან მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ზურა ტაბაღუამ