რუსთავში ხანმოკლე წვიმამ ისევ პრობლემები შექმნა.
ნახევარ საათიანმა უხვმა ნალექმა ქალაქს და ადგილობრივებს პრობლემები შეუქმნა. იაღლუჯიდან ჩამოსულმა ნალექმა მე-8 მიკრორაიონი დატბორა. კოლექტორმა წყალი ვერ გაატარა და მიმდებარე ტერიტორია თითქმის მთლიანად დაიტბორა. ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ რუსთავის მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები. სიტუაციას პირადად გაეცნო ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა.
"2 ივნისის მერე დავიწყეთ დაზიანებული სანიაღვრე ჭების გაწმენდა ეს პროცესი გრძელდება, აუცილებლად უნდა მოგვარდეს აღნიშნული პრობლემა და ჩვენ უკვე ვმუშაობთ ამ საკითხზე"- განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ