საპროექტო დოკუმენტაციების მომზადება

2018-06-07 19:11:18

ქალაქის მერიამ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებამდე საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო ტენდერი გამოაცხადა, რომელიც გარდა სხვა ქალაქში არსებული შენობებისა რუსთავის სკოლების და ბაღების რეაბილიტაციასაც შეეხება.

კერძოდ N#2, 3, 7, 9, 25 საჯარო სკოლებში სპორტული დარბაზების, სველი წერტილების და შემოღობვის რეაბილიტაცია მოხდება, რაც შეეხება ქალაქში არსებულ საბავშვო ბაგა-ბაღებს N# 36, 33, 31, 23 და 27 საგანმანათლებლო დაწესებულებებში შემოღობვის სარეაბილიტაციო სამუშაოებთნ დაკავშირებით საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო ტენდერებია გამოცხადებული, ხოლო 6, 27,  36 ბაღებში სანიაღვრე ქსელის, შენობის გამაგრების და გადახურვის სამუშაოებთან დაკავშირებით იგეგმება სამუშაოები.