გერმანელი ტურისტები რუსთავში. „ინფო რუსთავის“ ობიექტივში მოხვდნენ შტუტგარტელი და ფრანკფურტელი მეგობრები, რომლებიც უკვე სამი წელია მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურობენ. ოთხ გერმანელ მეგობარს ნაციონალური ტანისამოსი აცვიათ, სწორედ ამით იპყრობენ საზოგადოების ყურადღებას და შესაბამისად არც რუსთაველებისთვის დარჩა შეუმჩნეველი მათი სტუმრობა ქალაქში. როგორც „ინფო რუსთავთან“ საუბრისას განაცხადეს, მათი ცხოვრების სტილი მოგზაურობაა, დიდი ინტერესით და ემოციებით სავსე ხვალ რუსთავს დატოვებენ და მოგზაურობას აზერბაიჯანში განაგრძობენ.