პატრულის ეკიპაჟი მოზარდს დაეჯახა

2018-06-07 18:25:39

თბილისში, მოსკოვის გამზირზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ქვეითად მოსიარულე მოზარდს დაეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი, დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით შეჯახება ზებრა გადასასვლელზე მოხდა.

შსს-ში ფაქტთან დაკავშირებით აცხადებენ რომ - "გამოძიება 276–ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხობს."