ქვეწარმავლები რუსთავში [Video]

2018-06-08 22:56:10

გვერდის ერთ-ერთმა მომხარებელმა „ინფო რუსთავს“ ვიდეო მიაწოდა, სადაც ჩანს თუ როგორ მოძრაობენ გზის სავალ ტერიტორიაზე სხვადასხვა ქვეწარმავლები, მათ შორის გველის წიწილები. ნახეთ ვიდეო.

“ეს ხდება რუსთავში ტაშკენტის ქუჩაზე ცენტრალურ ტროტუარზე მიიღოს რუსთავის მერიამ შესაბამისი ზომები დატბორილია მიმდებარე ტერიტორია და ეს ამის გამო ხდება დაიცვას მთავრობამ ადამიანის უსაფრთხოება როდემდე უნდა იყოს ეს წყალი დაგუბებული უამრავი ქვეწარმავალი და კოღო გაჩდა“- აღნიშნა ჩვენთან საუბრისას გვერდის მომხმარებელმა.

არსებული ინფორმაციით რუსთავში, უხვი ნალექის დროს იაღლუჯიდან ჩამოსულმა ნიაღვარმა ქალაქის ტერიტორიაზე სხვადასხვა ქვეწარმავლები ჩამოიტანა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მივმართეთ დეზინფექციის სამსახურს, სადაც განგვიმარტეს, რომ მსგავსი სტიქიური მოვლენის დროს საფრთხე დიდია, სწორედ ამიტომ ქალაქში კერძოდ თბილისის ქუჩიდან მე-7 მიკრო რაიონამდე დაწყებულია სადენზიფექციო სამუშაოები,პროფილაკტიკის მიზნით სარდაფებსა და ისეთ ადგილებში, სადაც ძლიერი წვიმის დროს წყალი შევიდა. სამუშაოები დაიწყო აღნიშნული ტერიტორიიდან და მთლიან ქალაქს მოიცავს. სპეციალისტები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ  და ნებისმიერ დროს შეუძლია მოქალაქეს მიმართოს აღნიშნულ სამსახურს.

ცხელი ხაზი დღის საათებში: 0341 24 10 44;0341 29 37 75 ცხელი ხაზი ღამის საათებში: 0341 22 47 37; 0341 22 00 05