ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში, რუსთაველის გამზირზე. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი დაეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. ავარიის შედეგად დაშავდა 24 წლის მამაკაცი, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა მრავლობითი მოტეხილობებით მისი საავადმყოფოში გადაყვანა მოახერხა.
ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე დავით გოგოძე - "ახალგაზრდა მამაკაცი შემოვიდა ავტოსაგზაო შემთხვევიდან, ჰქონდა რამოდენიმე მოტეხილობა,ეს არ იყო მძიმე დაზიანებები, დასტაბილურდა მდგომარეობა, გაეწია პირველადი დახმარება, თაბაშირით მობილიზაცია კიდურების და გაეწერა ბინაზე".