ჩინეთის ერთ-ერთ რესტორნის მზარეული უჩვეულო მოვლენის მომსწრე გახდა. ნახევრად მოხარშული კიბორჩხალა ადუღებული წყლიდან ამოვიდა, ერთი საცეცი ქვაბში დატოვა და “გაქცევა“ სცადა. ნახეთ ვიდეო
ვიდეოს სიცოცხლისთვის მებრძოლ კიბორჩხალაზე ჩინური სოციალური მედია ავრცელებს. უკვე ადუღებულ წყალში მყოფნა კიბორჩხალამ გააცნოებიერა, რომ ერთი საცეცის გამო მას ქვაბიდან ამოსვლა გაუჭირდებოდა, სწორედ ამიტომ ის წყალში დატოვა და სხეულის ნაწილის გარეშე განაგრძო წყლიდან თავის დაღწევა.
საბოლოოდ კი კიბორჩხალას ბრძოლა სიცოცხლისთვის წარმატებით დასრულდა. მზარეულმა მას სიცოცხლე შეუნარჩუნა და მეტიც სახლში წაიყვანა, ამიერიდან კიბორჩხალა ცხოვრებას მზარეულის აკვარიუმში განაგრძობს.