მაისის თვის სტატისტიკა

2018-06-03 13:54:08

"ინფო რუსთავი"-ს ობიექტივში მაისის თვეში ქალაქის მასშტაბით 16 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა. ავარიების შედეგად სულ 11 ადამიანი დაშავდა, ხოლო შემთხვევებს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ავარიები ძირითადად რუსთავ-თბილისის მაგისტრალზე ფიქსირდება. გასულ თვეში რუსთავ-თბილისის ავტობანზე 4 შემთხვევა დაფიქსირდა, რომლის შედეგად დაშავდა 4 ადამიანი. ავარიების ძირითადი მიზეზი უმრავლეს შემთხვევაში გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.
ქალაქის სხვადასხვა ქუჩებზე კონკრეტულად: მეგობრობის, კოსტავას, რუსთაველის და სუმგაითელ მეტალურგთა, ფალიაშვილის და ცენტრალური ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე 9 შემთხვევა დაფიქსირდა, დაშავებულია 3 ადამიანი. ხოლო კლდიაშვილის, აღმაშენებლის, ქუთაისის ქუჩებზე ავტოსაგზაო შემთხვევისას 4 ადამიანი დაშავდა.