რამდენიმე უბანს ელ.ენერგია შეეზღუდება

2018-06-04 09:55:38

კომპანია "ენერგოპრო კორჯია" განცხადებას ავრცელებს - "ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 ივნისს 11:00-13:00 საათამდე შუალედში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 2235 აბონენტს რუსთავში მე-7, მე-7ა, მე-7ბ, მე-8 მიკრორაიონებსა და მიმდებარე ქუჩებზე, 14:00-18:00 საათამდე 2138 აბონენტს 21-ე, 20-ე მიკრორაიონებში, ლეონიძის, ქუთაისის, ლესელიძის და მიმდებარე ქუჩებზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში."