როდის აღდგება ელ.ენერგიის მიწოდება

2018-06-02 20:39:40

რუსთავის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება ამ დრომდე შეზღუდული აქვს. კომპანია "ენერგო პრო"-ში, "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ - "მიმდინარეობს ავარიის ლიკვიდაციის სამუშაოები. გათიშულია 3 ფიდერი. ქალაქის დიდ ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება უკვე აღუდგა. დარჩენილ აბონენტებს ელექტრომომარაგება 1 საათში აღუდგება".