"ნუ მოკლავ"

2018-06-02 11:04:43

"ნუ მოკლავ" - ამ ლოზუნგით გამართულ მშვიდობიან საპროტესტო აქციას არსებული ინფორმაციით რუსთაველები დღესაც შეუერთდებიან.
ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია გუშინ რუსთავშიც გაიმართა. ახალგაზრდებმა ფეხით მსვლელობა მერიიდან ქალაქის შემოსასვლელამდე გამართეს, ხოლო შემდგომ თბილისში პარლამენტთან გამართულ აქციაზე გადაინაცვლეს.
შეგახსენებთ, რომ აქცია პარლამენტის შენობის წინ დღეს 6 საათზე განახლდება.